X
"გაფრინდა და დაეკიდა" - ქართველი მეკარის წლის "სეივი" საქართველო-გიბრალტარის მატჩზე
21:19 / 07-06-2019
კანკავას ყვითელი ბარათი, მის გამო დანიშნული სახიფათო ჯარიმა და ლორიას წლის "სეივი" საქართველო-გიბრალტარის მატჩზე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

ასევე იხილეთ: ვატო არველაძის გოლი გიბრალტარის კარში, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა

საქართველო-გიბრალტარის მატჩის დროს მოედანზე გულშემატკივარი შევარდა
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?