loader

ვატო არველაძის გოლი გიბრალტარის კარში, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვატო არველაძის გოლი გიბრალტარის კარში, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვატო არველაძემ გიბრალტარის კარში პენალტით გატანილი გოლი თავის შეყვარებულს მიუძღვნა - ქართველმა თავდამსხმელმა საკუთარ რჩეულს დაბადების დღე ასე მიულოცა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრები დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ვაკო გვილიამ გამოიჩნია და 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა, შემდეგ კი ვატო არველაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

სამი თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ კოპენჰაგენში გამართავს.

ასევე იხილეთ: "გაფრინდა და დაეკიდა" - ქართველი მეკარის წლის "სეივი" საქართველო-გიბრალტარის მატჩზე

საქართველო-გიბრალტარის მატჩის დროს მოედანზე გულშემატკივარი შევარდა