loader

როგორ გამოიყურებოდნენ დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები და სხვა ვარსკვლავები სერხიო რამოსის ქორწილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდნენ დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები და სხვა ვარსკვლავები სერხიო რამოსის ქორწილში

ვარკვლავცვენა"მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა და მისმა რჩეულმა პილარ რუბიომ 15 ივნისს ქორწილი გადაიხადეს.

ქორწინება სევილიის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

33 წლის ფეხბურთელმა ღონისძიებაზე "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, თანაგუნდელები: ლუკას ვასკესი, კეილორ ნავასი და ლუკა მოდრიჩი დაპატიჟა.

გარდა ამისა, დაპატიჟებულთა შორისაა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები: ჟორდი ალბა მეუღლესთან, რომარი ვენტურასთან ერთად, სერხი ბუსკეტის მეუღლესთან, ელენა გალეროსთან ერთად და ჟერარდ პიკე შაკირასთან ერთად.

არადა, რამოსსა და პიკეს შორის მომხდარი არაერთი კონფლიქტის გამო ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ დევიდ ბეკჰემი და ლუკა მოდრიჩი მეუღლეებთან ერთად.
რამოსი და რუბიო 2012 წლიდან ერთად არიან. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.