loader

23 წლის მოკრივე ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა - ეს ამ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა (საბედისწერო ორთაბრძოლის კადრები) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

23 წლის მოკრივე ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა - ეს ამ კვირაში უკვე მეორე შემთხვევაა (საბედისწერო ორთაბრძოლის კადრები)

23 წლის არგენტინელი მოკრივე უგო სანტილანი ურუგვაელ ედუარდო აბრეუსთან ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. მოკრივე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე რიგით მეორე შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი ორთაბრძოლის დროს თავის ქალის მძიმე ტრავმისგან გარდაიცვალა. 

დადაშევი 19 ივლისს აშშ-ში პუერტორიკოელ სუბრიელ მატისთან დამარცხდა. დადაშევს რინგზე მეტოქის რამდენიმე დარტყმა მოხვდა, რის შედეგადაც მან მძიმე ტრავმები მიიღო. პროფესიონალი რუსი მოკრივე ვაშინგტონში გამართული ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.



ასევე დაგაინტერესებთ: "თავში ძალიან ბევრი მოგხვდა, გთხოვ, ბრძოლას შევაჩერებ!" - დრამატული კადრები რინგიდან და უკანასკნელი ორთაბრძოლა, რომელსაც 28 წლის მოკრივე ემხვერპლა