loader

"საბურთალოს" ბრწყინვალე გამარჯვება ერევანში - ქართულმა გუნდმა "არარატ-არმენიას" 2:1 მოუგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბურთალოს" ბრწყინვალე გამარჯვება ერევანში - ქართულმა გუნდმა "არარატ-არმენიას" 2:1 მოუგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ერევნის "არარატ-არმენიას" სტუმრად 2:1 სძლია.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი სომეხთა გუნდის რუსმა თავდამსხმელმა კაბიალკომ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" თამაში გამოასწორა, 72-ე წუთზე ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში არეულობით სანდრო ალთუნაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, ოთხ წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა ლევან ყენიამ ლამაზი გოლით საბოლო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

"საბურთალო" თბილისში სოლიდური უპირატესობით ბრუნდება.
საპასუხო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება.