loader

მაკგრეგორმა უცნობ კაცს საკუთარი ვისკი შესთავაზა და უარი რომ მიიღო, სახეში ლეწა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაკგრეგორმა უცნობ კაცს საკუთარი ვისკი შესთავაზა და უარი რომ მიიღო, სახეში ლეწა

ММА-ის სკანდალური მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვა. მან ისევ სცემა ადამიანს, ოღონდ ამჯერად მისი მძიმე ხელი დუბლინის ბარის ერთ-ერთ კლიენტს მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ ამ უკანასკნელმა სპორტსმენის შეთავაზებული ვისკი არ დალია.
კონორ მაკგრეგორი ბარში მივიდა და სტუმრები საკუთარი ბრენდის ვისკის Proper Twelve დასაგემოვნებლად დაპატიჟა. ერთ-ერთმა სტუმარმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მაშინ მაკგრეგორმა მას ჭიქა თავად დაუდგა და სასმელი საკუთარი ხელით დაუსხა. მამაკაცმა მაინც უარი თქვა დალევაზე. როგორც ცნობილია, მაკგრეგორი რიგით ადამიანებს თავს არ ესხმის, მაგრამ ამჯერად ასაკოვან მამაკაცს, რომელმაც მის შეთავაზებულ სასმელზე უარი თქვა, ისე დაარტყა, ფეხზე რომ მდგარიყო, აუცილებლად წააქცევდა.
სპორტსმენი საკუთარმა დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა. გალახული მამაკაცი კი ისევ ბარში დარჩა. მოგვიანებით ინციდენტის ამსახველი კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ინტერნეტში გავრცელდა.