როგორ მოიქცა რაფაელ ნადალი, როცა ავტოგრაფის მსურველი ბიჭუნა ხალხმა ღობესთან მიაჭყლიტა
ნადალმა US OPEN-ზე გადაარჩინა ბიჭუნა, რომელიც ხალხის მასამ კინაღამ გაჭყლიტა. პატარა ბიჭუნას სურდა ლეგენდარული ჩოგბურთელისგან ავტოგრაფი აეღო, მაგრამ ხალხის მასამ ის ღობესთან ძალიან ახლოს მიაჭყლიტა. ბიჭუნას შეეშინდა და ატირდა. რაფაელ ნადალმა პატარა ხელში აიყვანა და ჩოგბურთელების ბილიკზე გადმოიყვანა. რაფამ შეშინებული ბიჭუნა დაამშვიდა და ავტოგრაფიც მისცა.