loader

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ უელსს დაუპირისპირდება - როგორ ვარჯიშობენ "ბორჯღალოსნები" იაპონიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ უელსს დაუპირისპირდება - როგორ ვარჯიშობენ "ბორჯღალოსნები" იაპონიაში

როგორ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 სექტემბერს "ტოიტა სთედიუმზე" მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც სათადარიგოთა შორის ექვსი მორკინალია.
საქართველოს ნაკრების შერკინება დიდი ბრძოლის გამართვას აპირებს. "ბორჯღალოსნებს" მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. ძირითად შემადგენლობაშია ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძე. ის მესამე ხაზს გააძლიერებს. განაცხადში ათი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც აქამდე მსოფლიოს თასზე არ უთამაშიათ. ესენია: სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ბექა გიგაშვილი, ბექა გორგაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე.

ასევე იხილეთ: როგორ შეაშინეს ქართველი მორაგბე მეგობრებმა იაპონიაში