"ქართველი გულშემატკივრები არ არიან ამ ანგარიშის ღირსი" - მამუკა გორგოძე უელსთან დამარცხების შემდეგ
22:55 / 23-09-2019
უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა, ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.
საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს და ლელოს დადებაც მოახერხეს.
თუმცა, 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.
მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავენ.
ავტორი: ბესო ჯანგავაძე