loader

შთამბეჭდავი კადრები იაპონიიდან - როგორი სანახაობა შეგიძლიათ იხილოთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამომავალი მზის ქვეყანაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამბეჭდავი კადრები იაპონიიდან - როგორი სანახაობა შეგიძლიათ იხილოთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამომავალი მზის ქვეყანაში

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. "ბორჯღალოსნების" მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა. ურუგვაისთან განარჯვების შემდეგ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 1 გამარჯვება და 1 წაგება დაუგროვდა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი: ბესო ჯანგავაძე