loader

"გთხოვთ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ" - "რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი" - ქართველი მორაგბისა და მწვრთნელის განცხადება რუსული სიმღერის ჩართვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთხოვთ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ" - "რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი" - ქართველი მორაგბისა და მწვრთნელის განცხადება რუსული სიმღერის ჩართვაზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს.

საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ.

„მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არ არის და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს“, - განაცხადა ჰეიგმა.

"ჩემს მიერ დადებულ ლელოს რაც შეეხება, ის გუნდის ლელო იყო და არა ჩემი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ბურთი მეჭირა ხელში.

ასევე, მინდა მივმართო მომსახურე პერსონალს, ვინც თამაშის დროს რუსული მუსიკა ჩაგვირთო, გთხოვთ ყურადღებით იყავით და ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ,"- აღნიშნა მორაგბე ჯაბა ბრეგვაძემ.

ვიდეო: Georgian Rugby

ასევე იხილეთ: "ბორჯღალოსნების" პირველი გამარჯვება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ ურუგვაის სძლია