loader

27 წლის მოკრივის საბედისწერო ბრძოლა, რომლის შემდეგაც ის თავის ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

27 წლის მოკრივის საბედისწერო ბრძოლა, რომლის შემდეგაც ის თავის ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა

27 წლის ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი რინგზე მიღებული თავის ტვინის ტრავმის გამო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

ახალგაზრდა მოკრივე მოწინააღმდეგემ, ჩარლზ კონველმა, შაბათს გამართული ორთაბრძოლის მე-10 რაუნდის დროს ნოკაუტში ჩააგდო.

პატრიკ დეი პროფესიონალი მოკრივე 2013 წელს გახდა. იგი გახლავთ WBC-ის კონტინენტური ამერიკის 2017 წლის ჩემპიონატისა და 2019 წლის IBF-ის ინტერკონტინენტური ჩემპიონატის პრიზიორი.

შეგახსენებთ, რომ ივლისში რინგზე მიღებული ტრავმების გამო ორი მოკრივე - 28 წლის რუსი მაქსიმ დადაშევი და 23 წლის არგენტინელი ჰუგო სანტილანი - გარდაიცვალა.