loader

უკრაინული გუნდების შეხვედრისას მომხდარმა რასისტულმა ინციდენტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია: ატირებული ბრაზილიელი ლეგიონერები და მოედნიდან გაძევებული ფეხბურთელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული გუნდების შეხვედრისას მომხდარმა რასისტულმა ინციდენტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია: ატირებული ბრაზილიელი ლეგიონერები და მოედნიდან გაძევებული ფეხბურთელი

დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით ბრაზილიელი თანაგუნდელები, დენტიონიო და ტაისონი გაამხნევა, რომლებმაც კიევის "დინამოს" ულტრასი ფანებისაგან რასისტული შეძახილების გამო იტირეს კიდეც.

"ნუ უსმენთ ქვის ხანის იდიოტებს" - დაწერა დავით ხოჭოლავამ.

უკრაინული კლასიკო 77-ე წუთზე შეწყდა, როცა ტაისონმა "დინამოს" ფანებს შუათითი უჩვენა და მათი მისამართით ძლიერად დაარტყა ბურთი. ამის გამო ბრაზილიელმა შეხვედრის მთავარი არბიტრისაგან წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრა კი დონეცკური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.