loader

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია - მატჩის გადამწყვეტი მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია - მატჩის გადამწყვეტი მომენტები

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება თბილისის ანძა, რომელიც ჩემპიონობის აღსანიშნავად "დინამოს" ფერებში გაანათეს