loader

კალაძის 2 გოლი ლეგენდების ტურნირში - თბილისის "დინამო" ნახევარფინალშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძის 2 გოლი ლეგენდების ტურნირში - თბილისის "დინამო" ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში თბილისის "დინამო" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. შეხვედრაზე ანგარიში "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

ორი გოლის ავტორი გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იყო.

"ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც "დინამო თბილისის" დიდი წარმატებაა. ვეცდებით ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები",- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში "დინამო თბილისი" ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

მატჩის ამსახველ კადრებს კახა კალაძის პრესსამსახურის თანამშრომელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე იხილეთ: კალაძის გოლი ლეგენდათა ტურნირში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად კალაძემ გააზიარა