loader

ქართველი წყალბურთელების ბრწყინვალე გამარჯვება ევროპირველობაზე - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი წყალბურთელების ბრწყინვალე გამარჯვება ევროპირველობაზე - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა

ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

sportall.ge-ის ინფორმაციით, D ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა.

თავიდან საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს. ამ მოგებით რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ფაქტიურად საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა გაინაღდეს.

16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - იტალიას.