loader

"ძალიან ნიჭიერი მოციგურავე" - 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ნიჭიერი მოციგურავე" - 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიაში, გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში, თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

sportall.ge წერს, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.