X
"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?!" - მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას საჯაროდ უყვირა
18:53 / 24-06-2020
ვიტორიის "ბასკონია" "უნიკახას" წინააღმდეგ ლიგა ენდესის ნახევარფინალში გასვლისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებდა, როცა მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე ბასკების წინააღმდეგ მეტოქემ 18:0-ზე გაქცევა აჩვენა და "ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი, ფაქტობრივად, თორნიკე შენგელიას დასატუქსად აიღო.

მწვრთნელმა კალათბურთელებს შედარებით მშვიდად მიმართა: "რასაც თქვენ აკეთებთ, როგორც თამაშობთ, ნამდვილად წაგება გინდათ!" ამას თოკოს ჟესტი მოჰყვა და ივანოვიჩმაც ტონს აუწია:

"ეგ პარკეტზე გააკეთე, გაიგე?! თოკო, ეგ პარკეტზე გააკეთე!" შენგელიამ კი მწვრთნელს მსაჯებთან დალაპარაკებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დამრიგებლისთვის აღარაფერი უთქვამს.

თამაშის ბოლო წამები კიდევ უფრო
დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბასკონიამ" მაინც მოიგო და შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფეს" დახმარებით ლიგა ენდესის ნახევარფინალში გავიდა.


www.sportall.ge
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვიქტორია ბექჰემმა ლეგენდარული “ფეხის აწევა“ ქალიშვილთან ერთად გაიმეორა -დიზაინერი ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა
“მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო“ - ვინ არის ექიმი, რომელსაც პაციენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
“რა კარგი წყვილია... საყვარლები არიან“ - ლელა წურწუმიამ შვილის რჩეული გამოაჩინა
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილს თასები დაუმტვრია“- წყვილს შორის ახალი სკანდალი აგორდა
საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
“ალბათ ვიქნები სუბიექტური...“ - რატომ არ დაესწრო ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას?
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა