X
“15-16 წლის ასაკში სხვა მოთხოვნები გვქონდა, გართობა გვინდოდა, მაგრამ“- კახა კალაძემ ახალბედა ფეხბურთელებს რჩევები მისცა
22:42 / 17-08-2020
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებას რუსთავში მდებარე საფეხბურთო აკადემია წარუდგინეს.

კახა კალაძემ ლევან კობიაშვილთან ერთად მისი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა და ახალგაზრდა სპორტსმენებს რჩევებიც მისცა.
„მინდა მივმართო ყველა სპორტსმენს, ყველა ბავშვს, ვისაც მიზნად აქვს დასახული, რომ გახდეს ფეხბურთელი. მიზნის მისაღწევად საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, ვარჯიში. იქნება სირთულეები, გარკვეულ რაღაცეებზე უარის თქმა, მაგრამ უნდა მოითმინოთ.
თუ გინდათ რომ გამოხვიდეთ წარმატებული ფეხბურთელები ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. მეც და ლევანისაც გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი, ვიცით რამდენად რთულია. განსაკუთრებით 15-16 წლის ასაკში სხვა მოთხოვნები გვქონდა, გართობა გვინდოდა“- განაცხადა კალაძემ.

რუსთავში 8 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს.

აკადემიაში მთელი წლის განმავლობაში 14 წლამდე და 15 წლამდე ორი ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე პრაქტიკულ საფეხბურთო წვრთნებთან ერთად თეორიულ ცოდნას იღებენ. ამას გარდა, აღსაზრდელები საჯარო სკოლის განათლებას იღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია რუსთავში 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა.




 

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“გაგვაჩუმა მთელი ოჯახი“ - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის უხერხული კადრები გაიპარა, გუგა ქაშიბაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“ალტერნატიული “ცხელი ხაზი“, 4000 პირბადე, 1100 სადეზინფექციო ხსნარი“ - კოვიდინფიცირებულები უფასო დახმარების მიღებას შეძლებენ
“ქართულ უკრაინული ოჯახიც შედგა“ - გიორგი ბარამიძე დაქორწინდა
"დღევანდელი დღე ყველაზე რთულია" - რა არ უნდა გავაკეთოთ დღევანდელ დღეს, მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს
“დღეს “სითი მოლში“ ნახეს ქალბატონი რომელიც შოპინგობდა, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს!“- ია ფარულავა მოსახლეობას აფრთხილებს
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
“მოდიან“ - მოცეკვავე კაცი აქციიდან, რომელიც უკვე ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა