loader

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა. კერძოდ, Qatar ExxonMobil Open-ის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგის 33-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) სძლია.

ფინალში ბასილაშვილი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის (13) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ანდრეი რუბლიოვი 6:3, 6:3 დაამარცხა.