loader

მძიმე კადრები - ფეხბურთელს სტადიონზე გულმა უმტყუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - ფეხბურთელს სტადიონზე გულმა უმტყუნა


ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის 42-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მომხდარის გამო დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა.

44-ე წუთზე მათი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელს მოედანზევე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მათ შორის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ექიმები გულის მასაჟს უკეთებდნენ, ამის შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა. ერიკსენი იონსენმა შეცვალა.

მეორე ტაიმში გოლი პირველივე სახიფათო მომენტიდან ფინელებმა გაიტანეს. 73-ე წუთზე მსაჯმა ტეილორმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ჰეიბერგს თერტმეტმეტრიანის გატანა მეკარე ჰრადეცკიმ არ დაანება.

რაც შეეხება კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დანიის ნაკრების ფეხბურთელის კრისტიან ერიკსენის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ლაპარაკი შეუძლია.