loader

“არაერთხელ უთხრა სამედიცინო პერსონალს, რომ სუნთქვა უჭირდა!“ - რას წერს ავსტრალიური მედია სიდნეის ATP თასზე მომხდარ ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არაერთხელ უთხრა სამედიცინო პერსონალს, რომ სუნთქვა უჭირდა!“ - რას წერს ავსტრალიური მედია სიდნეის ATP თასზე მომხდარ ინციდენტზე


"ეს ძალიან საგანგაშოა!“ - ავსტრალიური მედია სიდნეის ATP თასის მე-5 დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
https://www.news.com.au -ს ინფორმაციით, თამაში მოულოდნელად შეწყდა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს სუნთქვა გაუჭირდა. ამის გამო, საქართველოს ნაკრების თხოვნით, თამაში მოულოდნელად შეჩერდა.

“მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუ გრძნობთ, რომ ამ ინტენსივობით ღრმად სუნთქვა არ შეგიძლიათ, ეს პრობლემაა”, - განაცხადა ექიმმა კოლინ ფლემინგმა Stan Sport-ის კომენტარში.

“თამაშის მიმდინარეობისას ისმოდა, როგორ ეუბნებოდა ბასილაშვილი თავის გუნდს - „ყოველ ჯერზე ჩასუნთქვა მიჭირს“. ამის შემდეგ მან არაერთხელ უთხრა სამედიცინო პერსონალს, რომ “სუნთქვა უჭირდა." - წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში მესამე შეხვედრაც დათმო (ამ მომენტისთვის 0:2 ბერძნებთან), დასკვნითი მე-3, წყვილთა თანრიგის დაპირისპირება კი თბილისის დროით 13:20 საათზე დაიწყება. რაც შეეხებათ მონაწილეებს, ქართველთა მხრიდან ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი ითამაშებენ.