loader

"გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან შედეგს მივაღწიეთ" - ბესიკ ლიპარტელიანი სტუმრად "პალიტრა მედიაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან შედეგს მივაღწიეთ" - ბესიკ ლიპარტელიანი სტუმრად "პალიტრა მედიაში"

"პალიტრა მედიას" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი სტუმრობდა.

"პალიტრა მედიის" ყოველდღიური სპორტული გაზეთის, "ლელოს" ჟურნალისტებთან საუბრისას ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაჯამა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის კმაყოფილია გუნდის თამაშით.

"მთლიანობაში, გუნდით კმაყოფილი ვარ, რადგან შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანი იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. ეს მოვახერხეთ და არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ადგილზე გავიდოდით თუ მეორეზე. ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ 2013 წელს ჩვენი ნაკრები გამოვიდეს ნორმალურად", - განაცხადა ბესიკ ლიპარტელიანმა.