loader

ქართველი სამბისტი გიორგი ბაინდუროვი მსოფლიოს ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი სამბისტი გიორგი ბაინდუროვი მსოფლიოს ჩემპიონია!

მინსკში დაწყებული სამბისტთა მსოფლიოს პირველობის სასტარტო დღე წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან სამი სპორტსმენიდან ორმა მედალი მოიპოვა, მათ შორის კი ერთი ოქროა - მსოფლიოს ჩემპიონი 27 წლის გიორგი ბაინდურაშვილი (90) გახდა, რომელიც ახლა ბაინდუროვის გვარით გამოდის.

52 კილოგრამში ბრინჯაოსმედალოსანი ფოთელი ნუკრი ბერაია გახდა.

ბაინდუროვი სპორტში თავიდან სწორედ სამბოდან მოვიდა, მაგრამ მერე სამბისტთა უმეტესობის მსგავსად, მანაც ძიუდოში გადაინაცვლა, როგორც ოლიმპიურ სახეობაში. ცუდად არც იქ გამოდიოდა და პეკინის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობამ ჩინეთში მის ნაცვლად სხვა წაიყვანა.

ამ გულისტკივილმა ბაინდუროვი საბოლოოდ მიაბრუნა სამბოსკენ და 9 ნოემბერს ოცნებაც აისრულა.

www.sportall.ge