loader

საქართველო - იაპონია 22:25 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო - იაპონია 22:25

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან 3 ქულის სხვაობით, ანგარიშით 22-25 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საერთაშორისო ტესტ-მატჩის ბედი ბოლო წუთზე, იაპონელების მიერ არეკლით გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. მთელი თამაში, როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმი წარიმართა თანაბარ ბრძოლაში, ორმხრივ შეტევებში და საკმაოდ მაღალ ტემპში.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მეტოქეს გაუტანეს 5 საჯარიმო დარტყმა, დაუდეს ერთი ლელო და გაიტანეს ერთი გარდასახვა. ყველა ქულა თავის ანგარიშზე მიითვალა მერაბ კვირიკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ საერთაშორისო ტესტ-მატჩს 24 ნოემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.