loader

საქართველო - ფიჯი 19:24 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო - ფიჯი 19:24

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 5 ქულის სხვაობით, ანგარიშით 19-24 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ბედი ფიჯის ნაკრების მიერ მეორე ტაიმში გატანილმა ორმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა. პირველი ტაიმი ქართველებმა 19-18 მოიგეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გაუტანა 1 ლელო, 1 გარდასახვა და 4 საჯარიმო დარტყმა. ლელოს ავტორი დავით ხინჩაგიშვილია, ხოლო გარდასახვა და საჯარიმო დარტყმები მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

ფიჯის ნაკრებმა ქართველებს 2 ლელოთი და 4 საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.

ფიჯისთან შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის ნოემბრის ტესტმატჩების სერიის ბოლო მატჩია.

პირველი მატჩი ქართველმა მორაგბეებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთი კვირის წინ იაპონიის ნაკრებთან გამართეს და ანგარიშით 22-25 დათმეს.