loader

ზაზა ფაჩულიას შორეული ტყორცნა და 7 ქულა "ორლანდოსთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ფაჩულიას შორეული ტყორცნა და 7 ქულა "ორლანდოსთან"

ზაზა ფაჩულიას გუნდმა მაიამიში განცდილი მარცხის შემდეგ ორლანდოში გადაინაცვლა და ადგილობრივი "მეჯიქი" 86:80 დაამარცხა.

ატლანტელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და "ჰოუქსს" გამარჯვების მოსაპოვებლად გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ატლანტელთაგან ყველაზე ნაკლები ითამაშა. მიუხედავად ამისა, ფაჩულიამ საბოლოოდ 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ჯორჯიელთა გუნდში საუკეთესო 16 ქულითა და 11 მოხსნით ჯოშ სმიტი იყო, ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა კი 13 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის ბოლოს ზაზამ ბურთი საკუთარი გუნდის ნახევრიდან ისროლა და კალათაში მოათავსა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ქართველ ცენტრს შორეული, ზუსტი ტყორცნა არ ჩაუთვალა.

www.sportall.ge