loader

ნოვაკ ჯოკოვიჩს ფანებმა ტრავმა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩს ფანებმა ტრავმა მიაყენეს

მსოფლიოს პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ქალაქ პერტში იმყოფებოდა სერბეთის ნაკრებისთვის ჰოპმანის თასის მოპოვებაში დასახმარებლად, მაგრამ სეზონის პირველი ოფიციალური სტარტი ნოლესთვის კინაღამ სავალალოდ დასრულდა.

ჯოკოვიჩმა დაამარცხა იტალიელი ანდრეას სეპი და ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება დაიწყო, როცა გულშემატკივრები მოულოდნელად მიეჭრნენ რეიტინგის პირველ ნომერს. სერბმა შემოტევას ვერ გაუძლო, თავისი ნივთები კორტზე დაყარა და კოჭლობით მიაშურა სამედიცინო სამსახურის პუნქტს.

კარგა ხანი არაფერს იტყობინებოდნენ ტრავმის ხარისხის შესახებ და იყო საშიშროება, რომ ნოვაკს მოუწევდა ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება, მაგრამ 2 იანვარს ჯოკოვიჩი კორტზე მეორე ტურის სათამაშოდ გავიდა.

მისი მეტოქე ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი იყო. რთული სათქმელია, გულშემატკივრების მიერ მიყენებული ტრავმა იყო მიზეზი თუ სხვა რამ, მაგრამ ნოვაკმა სენსაციურად წააგო ორ სეტში 20 წლის მასპინძელთან - 4:6, 4:6.