loader

ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დუეტმა ბოლო ადგილი დაიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დუეტმა ბოლო ადგილი დაიკავა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ფიგურულ სრიალში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტმა, ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას შემადგენლობით  62 ქულით ბოლო, მე-20 ადგილი დაიკავა. პირველი და მეორე ადგილი რუსმა წყვილებმა დაიკავეს, ხოლო მესამეზე იტალიელი წყვილი გავიდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტმა 23 იანვარს მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 44.94 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.

ამავე ჩემპიონატზე ასპარეზობს ელენე გედევანიშვილიც, რომელმაც 25 იანვარს მოკლე პროგრამაში 48.75 ქულა მიიღო. თავისუფალ პროგრამაში კი ქართველი მოციგურავე მეთექვსმეტე ადგილზე გადავიდა.