loader

9 ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 ქართველ სპორტსმენს დოპინგის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

2011-2012 წლებში აკრძალული სამედიცინო პრეპარატი 9 ქართველმა სპორტსმენმა გამოიყენა. ამის შესახებ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პალიკო კასრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სპორტსმენები არიან - ძიუდოისტი თენგიზ პაპოშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესარიონ გუჩაშვილი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, მკლავჭიდელი მერაბ კაკაბაძე, ასევე მკლავჭიდში მოასპარეზე ირაკლი გამთენაძე, შოთა ომარაშვილი (ფაუერლიფტინგი), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილი, მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და ასევე, გიორგი შეყლაშვილი (ფაუერლიფტინგი).

პალიკო კასრაძის განცხადებით, სპორტსმენებს დაეკისრათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია. ასევე, მათ ჩამოერთმევათ ყველა ის ტიტული, რომელიც ამ პერიოდში მათ მოიპოვეს. კასრაძის თქმით, ირაკლი ცირეკიძეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს ე.წ. დოპინგის მიღების გამო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კი, თავის მხრივ, მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრებების წესები.