loader

"ლელომ" მკითხველის რჩეული სპორტსმენები დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლელომ" მკითხველის რჩეული სპორტსმენები დააჯილდოვა

გაზეთმა "ლელომ" მკითხველის რჩეული, 2012 წლის სპორტსმენები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია კულტურის ცენტრ "მუზაში" გაიმართა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

გამოკითხვაში, რომელიც ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ჯამში ათი ათასზე მეტმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 26.7 პროცენტმა საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დღეს შავდათუაშვილის დაბადების დღეა და ის 21 წლის იუბილეზე დააჯილდოვეს.

საუკეთესოთა რეიტინგში სულ 30-მდე სპორტსმენი იყო ნომინირებული. მეორე ადგილზე გავიდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე – ასევე მორაგბე მამუკა გორგოძე.

საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაზეთმა "ლელომ" წელს უკვე მეორედ გამართა. პირველი გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე გახდა.