loader

გერმანიაში, შიშვლად ციგაობის ფესტივალში ქალებმა იმარჯვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში, შიშვლად ციგაობის ფესტივალში ქალებმა იმარჯვეს

გერმანიის ქალაქმა ალტენბერგმა შიშვლად ციგებით სრიალში ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა. საქსონური რადიოსადგურის მიერ ორგანიზებულ სანახაობა-შეჯიბრს ათასობით მაყურებელი დაესწრო.

ყინვისა და თოვლის მიუხედავად, 100-მეტრიანი ტრასის სტარტზე დადგომა მხოლოდ ტრუსის, ჩაფხუტისა და ფეხსაცმლის ამარა მყოფმა 12-მა გოგონამ და 13-მა მამაკაცმა გაბედა. შეჯიბრში ორი, 1000 ევროს ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული.

მამაკაცთა შორის ვერავინ აჯობა ნიკო შვარცს, გოგონებიდან კი ყველაზე ყინვაგამძლე და სწრაფი ყოფილი მოდელი და მომღერალი ანეტ შნედელბახი აღმოჩნდა, რომელმაც მოგებული თანხა კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

ფესტივალის მიწურულს ორგანიზატორებმა კიდევ ერთი რბოლა ჩაატარეს, სადაც იმის გარკვევას შეეცადნენ, ვინ უფრო სწრაფია ციგით - შიშველი მამაკაცი თუ შიშველი ქალი. სქესთა შორის შეჯიბრში დამაჯერებელი გამარჯვება სუსტი სქესი წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

www.sportall.ge