loader

"წლის დასახიჩრების" ჩამდენს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია აკმარეს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წლის დასახიჩრების" ჩამდენს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია აკმარეს (+18)

საფრანგეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომისიამ "ნიცას" ნახევარმცველ ვალენტენ ეისერიკს სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ამრიგად, ჰავბეკი თავისი გუნდის დარჩენილ 11 შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ უხეშობისა და წითელი ბარათისთვის, რომელიც 27-ე ტურის მატჩში "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ მიიღო.

მაშინ ვალენტენმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველ ჟერემი კლემანს ფეხი, შეიძლება ითქვას, კოჭში "მოაწყვიტა". საბრალოს დარტყმისგან მარჯვენა ფეხი კოჭში გადაემტვრა, ღია ჭრილობიდან კი ძვალიც გამოჩნდა... კადრები იმდენად საზარელია, სუსტი გულის მქონეებს მისი ნახვისგან თავის შეკავებას ვურჩევთ.

www.sportall.ge