loader

საქართველო-ესპანეთი 61:18 - 8 ლელო და "აბუს" გაცილება ნაკრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო-ესპანეთი 61:18 - 8 ლელო და "აბუს" გაცილება ნაკრებიდან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 61-18 დაამარცხა. ევროპის ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ბორჯღალოსნების სრული უპირატესობით წარიმართა. მათ მეტოქეს 8 ლელო დაუდეს, ასევე გაიტანეს 3 საჯარიმო და ზუსტად შეასრულეს 6 გარდასახვა.

ქართველ მორაგბეთაგან ლელოები დადესს - მერაბ შარიქაძემ, ლაშა ხმალაძემ, ირაკლი მაჩხანელმა, ვასილ კაკოვინმა, ასევე 2-2 ლელო დადეს დიმიტრი ბასილაიამ და თამაზ მჭედლიძემ. რაც შეეხება ესპანელებს, მათ მეორე ტაიმში მოახერხეს მხოლოდ 2 ლელოს დადება, ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს, მანამდე კი 2 საჯარიმო გაიტანეს.

მატჩში გამარჯვება მიეძღვნა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს ირაკლი აბუსერიძეს, რომელმაც დღეს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა გამართა. ის სწორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გააცილეს ეროვნული ნაკრებიდან.