loader

"მსაჯო... ვირიშვილი ხარ!" - რამზან კადიროვმა არბიტრი მიკროფონით გალანძღა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსაჯო... ვირიშვილი ხარ!" - რამზან კადიროვმა არბიტრი მიკროფონით გალანძღა

რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში სკანდალი მოხდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის გუნდი "ტერეკი" "რუბინს" მასპინძლობდა.

შეხვედრის 87-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა მცველ რიზვან უციევს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთელის გაძევებამ რამზან კადიროვის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც მიკროფონით მსაჯ ვილკოვს შეურაცხყოფა მიაყენა: "გამყიდველო მსაჯო... ვირიშვილი ხარ!"

თავდაპირველად ყველას მოეჩვენა, რომ ეს დიქტორმა თქვა, თუმცა შემდეგ "ტერეკის" მფლობელმა აღიარა, რომ ეს თავად მან გააკეთა.


www.sportall.ge