loader

"ანშლაგიც" ამას ჰქვია: იტალიური სტადიონის ტრიბუნებზე დახატული მაყურებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანშლაგიც" ამას ჰქვია: იტალიური სტადიონის ტრიბუნებზე დახატული მაყურებელი

საფეხბურთო კლუბი "ტრიესტინა" ლიგა პრო 1-ში ასპარეზობს და ჩვენს ყურადღებას, ალბათ, ვერაფრით მიიქცევდა, რომ არა ერთი საინტერესო და მეტად სახალისო ამბავი.

"ტრიესტინას" საშინაო თამაშებზე გულშემატკივრები მინიმალური რაოდენობით დადიან, არადა, კლუბის მესვეურები მაყურებელთა მოსაზიდად მცდელობას არ აკლებენ. მოკლედ, არაფერმა გაჭრა, გულშემატკივრები სტადიონზე ვერაფრით შეიტყუეს და ტრიესტული კლუბის მესვეურებმა ორიგინალური გამოსავალი იპოვეს...

გამზადდა გიგანტური ბანერები, რომლებიც "ტრიესტინას" არენის ტრიბუნებზე გადაიჭიმა – ბანერებზე კი, არც მეტი, არც ნაკრები, გულშემატკივრები არიან გამოსახულნი.

ასე რომ, "ტრიესტინას" ყველა საშინაო შეხვედრაზე ტრიბუნებზე "სრული ანშლაგი" იქნება.

www.sportall.ge