loader

ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გაუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი გახდა, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გაუტანა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "სელტასთან" (2:2) ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის რთულია თამაში ნაკრების შეხვედრების შემდეგ. ისეთ გუნდებთან თამაში, როგორიც "სელტაა", ყოველთვის რთულია. ასეთი მეტოქეები გადარჩენისთვის იბრძვიან და ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე. ახლა დრო გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელსაც პსჟ-ის წინააღმდეგ გავმართავთ. ეს იქნება რთული და მნიშვნელოვანი მატჩი", - თქვა მესიმ.

ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელი გახდა ლა ლიგის ისტორიაში, ვინც 19 გუნდს ზედიზედ გოლი გაუტანა.

www.sportall.ge