loader

"არსენალის" ფეხბურთელებმა სტადიონის პოლიციასთან იჩხუბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსენალის" ფეხბურთელებმა სტადიონის პოლიციასთან იჩხუბეს

ლიბერტადორესის თასის ერთ-ერთ მატჩში არგენტინული "არსენალის" ფეხბურთელები სტადიონზე მობილიზებულ პოლიციას ეჩხუბნენ. ინციდენტი "ატლეტიკო მინეიროსა" და "არსენალს" შორის მატჩის შემდეგ მოხდა.

"არსენალმა" შეხვედრა ანგარიშით 5:2 წააგო და მაშინ, როცა გასახდელისკენ მიემართებოდნენ, მოულოდნელად ფეხბურთელებმა პოლიციასთან ჩხუბი დაიწყეს. ინციდენტის შედეგად ორი პოლიციელი და ჟურნალისტები დაშავდნენ. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩხუბის ინიციატორი ოთხი ფეხბურთელი მკაცრად დაისჯება.