loader

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში რუსეთის გუნდს სძლია. საქართველოს ძიუოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.

ზებედა რეხვიაშვილმა (73) მეტოქეს იუკოთი სძლია, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) კი მეტოქეს სამი გაფრთხილება მიაღებინა და ისე აჯობა.
იუკოთი მოიგო ასევე ვალერი ლიპარტელიანმა (90). გაფრთხილებების მაქსიმალური რაოდენობა მიაღებინა მეტოქეს ადამ ოქრუაშვილმა (+100). ერთადერთი მარცხი კი ვაზარით ლაშა შავდათუაშვილმა (66) იწვნია.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია