loader

მარია შარაპოვამ ტურნირი შტუტგარტში ზედიზედ მეორედ მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარია შარაპოვამ ტურნირი შტუტგარტში ზედიზედ მეორედ მოიგო

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ შტუტგარტში მიმდინარე Porsche Tennis Grand Prix-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა და ტიტული დაიცვა. მან ფინალში ჩინელი ლი ნა ადვილად, ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ უკვე მეორედ მოიგო. შარშან შარაპოვამ ამავე ტურნირის ფინალში ბელორუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა - 6:1, 6:4.

მარიამ ამ გამარჯვებით თავისი 29-ე ტიტული მოიგო კარიერაში.