loader

ნეიმარის პრეზენტაცია "ბარსაში" - 57 მლნ ევრო, 56 ათასი მაყურებელი, 334 ჟურნალისტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნეიმარის პრეზენტაცია "ბარსაში" - 57 მლნ ევრო, 56 ათასი მაყურებელი, 334 ჟურნალისტი

3 ივნისს "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" ვარსკვლავური ახალწვეულის, ნეიმარის პრეზენტაცია გაიმართა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში ჩავიდა და უმალ სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრა. ამის შემდეგ კი 21 წლის ბრაზილიელი კატალონიური პუბლიკის წინაშე წარსდგა.

"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციას დაესწრო - 2009 წელს "ნოუ კამპზე" 50 000-მდე ადამიანი მივიდა.

პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ნეიმარის წარდგენა ამ რეკორდს დაამხობდა და პირველადი მონაცემებით, ვარაუდი გამართლდა - 3 ივნისს "ნოუ კამპზე" 60 000-მდე გულშემატკივარი იყო, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, სტადიონზე 40 000-მდე ქომაგი იმყოფებოდა.

სტადიონზე შეკრებილი ქომაგები დღის გმირს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. საბოლოოდ, როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა და პუბლიკამ "ბარსელონას" ჰიმნის ფონზე ბრაზილიელის გვარის სკანდირება დაიწყო. ამას ტრადიციული რიტუალები მოჰყვა: ბურთის აკენწვლა, ფოტოკორესპონდენტების წინ პოზირება და მცირე ინტერვიუ.

იხილეთ სრულად sportall.ge-ზე