loader

სუნთქვისშემკვრელი ვიდეო ბიჭზე, რომელიც ცათამბჯენებს იპყრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუნთქვისშემკვრელი ვიდეო ბიჭზე, რომელიც ცათამბჯენებს იპყრობს

ეს არანორმალური ექსტრემალი 22 წლის ჯეიმს კინგსტონია, რომელიც 100 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენებზე ისე დადის, როგორც ბევრი ჩვენგანი მიწაზე.

ჯეიმსის დედა ამბობს, რომ ბიჭმა სიარული 9 თვის ასაკში დაიწყო. ასე რომ, არც გაჰკვირვებია, მისი შვილი მხოლოდ ასფალტით რომ არ "დაკმაყოფილდა". ჯეიმსი ყველანაირი დაზღვევის გარეშე ძვრება რკინის უზარმაზარ კონსტრუქციებზე, ჯდება და სეირნობს მიწიდან 100 მეტრის სიმაღლეზე და ოცნებობს, გახდეს პროფესიონალი კასკადიორი. ექსტრემალი უკვე შესანიშნავად ახერხებს ყურადღების მიპყრობას: მის სუნთქვისშემკვრელ ვიდეოებს youtube-ზე მილიონობით ნახვა აქვს.