loader

ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ ტექნიკურ პერსონალს თავზე გადაუარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ ტექნიკურ პერსონალს თავზე გადაუარა

კვირას, კანადის გრანპრიზე მომუშავე ტექნიკური პერსონალის ერთ-ერთი თანამშრომელი უბედური შემთხვევის მიზეზით დაიღუპა, - იტყობინება Autosport.

დაღუპული 10 წელი მუშაობდა ამწეზე რბოლების დროს. კვირას გამართული ეტაპისას ის თან ახლდა ტექნიკურ ჯგუფს, რომელსაც ტრასიდან ესტებან გუტიერესის ბოლიდის ევაკუაცია უნდა მოეხდინა.

რაღაც მომენტში იგი ამწეს საბურავებში ჩავარდა, მძღოლმა კი, რომელიც უკან მოძრაობდა, ვერ შეამჩნია წაქცეული, სვლა გააგრძელა და მამაკაცს თავზე გადაუარა. იქვე ახლოს იმყოფებოდა ექიმი, რომელიც დაზარალებულთან 30 წამის შემდეგ გაჩნდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით ტრასის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, იქიდან კი ვერტმფრენით უახლოეს ჰოსპიტალში, მაგრამ ექიმების ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

www.sportall.ge