loader

ემოციური ვიდეო სპორტსმენებზე, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური ვიდეო სპორტსმენებზე, რომლებიც პატივისცემას იმსახურებენ

საოცრად ემოციურ ვიდეოში იხილავთ ცნობილ სპორტსმენებს, რომლებიც თავიანთი გმირული საქციელის გამო ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას.

ოლივერ კანი - მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, ამშვიდებს სანტიაგო კანისარესს. კადრები 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გადაღებული, სადაც მიუნხენის "ბაიერნმა" "ვალენსია" დამატებით დროში, პენალტებით დაამარცხა.

მარატ საფინი - რუსმა ჩოგბურთელმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბურთი შემთხვევით მოარტყა გვერდითა მსაჯ ქალბატონს. შეცდომის "გამოსასყიდად" სპორტსმენმა ქალს ლოყაზე აკოცა.

პაოლო დი კანიო - იტალიელი ფეხბურთელი, ცნობილი ჩხუბისთავი, რომელმაც 2001 წელს "ევერტონთან" მატჩის დროს ცარიელ კარში გოლის გატანაზე უარი თქვა, ჩაწოდებული ბურთი ხელით დაიჭირა და თამაში შეწყვიტა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ მუხლის ტრავმა მიიღო.

ანდრეი შევჩენკო - ფეხბურთელი მაისურს აწვდის მოედანზე შემოჭრილ ფანს, რომლის გაყვანასაც დაცვა ცდილობს.

კრიშტიანუ რონალდუ - მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელი მაისურს ჩუქნის ტრიბუნაზე მჯდომ მამაკაცს, რომელსაც შემთხვევით მოხვდა მისი ბურთი და ცხვირი გაუტყდა.

რონალდინიო - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრიბუნებზე შეამჩნია ეტლში მჯდარი ბიჭი, მატჩის დასრულების შემდეგ თითქმის მთელი სტადიონი გაიარა, მაისური გაიხადა და მას უსახსოვრა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე