loader

ქართველი "ბორჯღალოსნები" არგენტინელებთან მესამედ დამარცხდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი "ბორჯღალოსნები" არგენტინელებთან მესამედ დამარცხდნენ

22 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინაში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 29:18 დამარცხდა.

არადა, "ბორჯღალოსნებმა" "პუმებს" შეხვედრის პირველ ტაიმში არაფერი დაუთმეს და შესვენებაზე კარგი განწყობითაც გავიდნენ - 12:9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, რაც უპირველესად ბექა წიკლაურის დამსახურებაა, რომელმაც ოთხიდან ოთხი საჯარიმო ზუსტად დაარტყა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში მალევე გაათანაბრეს, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გაიჭრნენ.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებს ჰქონდა დრო და შანსი, ანგარიშში სხვაობა აღმოეფხვრა და შეხვედრა თავის სასარგებლოდაც გადაეწყვიტა, თუმცა შეტევისას დაშვებული შეცდომით ტომას კუბელმა ისარგებლა და ამ მატჩში პირველი და უკანასკნელი ლელო დადო.

საბოლოოდ 29:18 - არგენტინელთა სასარგებლოდ.

www.sportall.ge