loader

სენსაცია უიმბლდონზე - რაფა ნადალი ტურნირს 113-ე ჩოგანმა გამოთიშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაცია უიმბლდონზე - რაფა ნადალი ტურნირს 113-ე ჩოგანმა გამოთიშა

უიმბლდონის რიგით 127-ე გათამაშება უდიდესი სენსაციით დაიწყო. ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელსაც წელს ცხრიდან ცხრა ტურნირის ფინალში ჰქონდა ნათამაშები და შვიდი ტიტულის მფლობელი გახდა, კარიერაში პირველად გამოეთიშა "დიდი სლემის" ტურნირს პირველ წრეში (აქამდე 34-დან 34 მატჩი ჰქონდა მოგებული საწყის რაუნდებში).

ამ სენსაციის "შემოქმედი" მსოფლიოს 113-ე ნომერი, 29 წლის ბელგიელი სტივ დარცისია. 2 საათისა და 55 წუთის შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 7:6(4), 7:6(8), 6:4.

შარშან ნადალმა უიმბლდონზე მეორე წრე წააგო ჩეხ ლუკაშ როსოლთან, რომელმაც იმ შეხვედრას "ცხოვრების მატჩი" უწოდა. ახლა იგივე შეიძლება თქვას ბელგიელმა, ვისაც ესპანელთან შეხვედრამდე, კარიერაში არასოდეს ჰყავდა დამარცხებული რეიტინგის TOP5-ის წევრი.

www.sportall.ge