loader

უიმბლდონი 2013: ენდი მარეიმ ისტორიული გამარჯვებით ბრიტანელების 77-წლიანი ლოდინი დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უიმბლდონი 2013: ენდი მარეიმ ისტორიული გამარჯვებით ბრიტანელების 77-წლიანი ლოდინი დაასრულა

უამრავი სენსაციის მიუხედავად, უიმბლდონი სავსებით ლოგიკური ფინალით დასრულდა, რომელშიც პირველ და მეორე ნომრად განთესილები შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირის სტარტიდან სამი დღის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ფინალის ერთადერთი ვარსკვლავური შემადგენლობა სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მარეის დაპირისპირება იქნებოდა.

პირველი ორი სეტი ენდიმ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. მესამე სეტის სტარტზე ნოვაკი ისევ ვერ მოვიდა გონს. რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ ის ვეღარ შეძლებდა გაბრძოლებას. და მაინც დაბრუნდა თამაშში. სერბმა მოკლე დარტყმებს მოუხშირა, რამაც თავიდან იმუშავა. ნოვაკმა შესანიშნავი სერია ჩაატარა და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, რითაც 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ეს მსოფლიოს პირველი ნომრის დროებითი აფეთქება გამოდგა. ისევ დაიწყო ჩავარდნა და მარეიმ ეს მომენტი კარგად გამოიყენა. მას შემდეგ, რაც ენდიმ ბრეიკი გააკეთა მეცხრე გეიმში და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მთელი სტადიონი ექსტაზში მოვიდა.

მაგრამ ჯერ ნაადრევი იყო სიხარული, რადგან ბოლო გეიმი მოსაგები იყო. წინა ორ სეტში ბრიტანელი ბრწყინვალედ მოქმედებდა ბოლო გეიმებში და ამჯერადაც ყველაფერი კარგად დაიწყო - 40:0. ამ მომენტში სერბი ბადესთან გავიდა და გაუმართლა, რითაც მცირე იმპულსი მიიღო. შემდეგ, პირველად მატჩში, მიღებიდან ერთი დარტყმით აიღო ქულა, მესამე მატჩბოლზე კი მარეიმ შეცდომა დაუშვა. მაყურებელი დადუმდა, როცა ჯოკოვიჩმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ბრიტანელმა წარმატებით ითამაშა, შემდეგ მეოთხე მატჩბოლი მიიღო, რომლის რეალიზაციაში მეტოქის შეცდომა დაეხმარა. მატჩის შემდეგ ბრიტანელმა აღიარა, რომ არ ახსოვს, როგორ მოიგო ბოლო გათამაშება.

მარეი გახდა პირველი ბრიტანელი 1936 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე გამარჯვება შეძლო. ამ ტურნირის ბოლო მასპინძელი ტრიუმფატორი იყო ფრედ პერი. ენდისთვის ეს არის "დიდი სლემის" მეორე ტიტული კარიერაში, ფინალი კი მას ხუთჯერ აქვს წაგებული. ჯოკოვიჩის ანალოგიური შეფარდებაა - 6:5.

www.sportall.ge