მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე ქართველმა პოლიციელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელები წარმატებით ასპარეზობენ. ასპარეზობის პირველივე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ბერძენიშვილმა ცურვის ერთ–ერთ სახეობა კროლში 400 მეტრიანი დისტანცია წარმატებით დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბერძენიშვილი გამარჯვებისათვის ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ იბრძოდა.
წელს, პირველად, ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით მონაწილეობს, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
წელს, პირველად, ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით მონაწილეობს, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.