loader

მადრიდის "რეალის" 11 წლის ვუნდერკინდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადრიდის "რეალის" 11 წლის ვუნდერკინდი

თქვენს წინაშეა ვიდეორგოლი, რომელიც მადრიდის "რეალის" აკადემიის 11 წლის ამერიკელი ტალანტის, ჯოშუა პინადატის საუკეთესო საფეხბურთო მომენტებს ასახავს.

ერთი რამის თქმა აქედანვე შეიძლება: ჯოშუას უდიდესი საფეხბურთო ნიჭი აქვს და შეიძლება, მისგან "რეალის" ვარსკვლავი დადგეს.

3 აგვისტოს ლოს ანჯელესელი ბიჭუნა "რეალის" აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ის და მისი ოჯახი ესპანეთში გადადიან საცხოვრებლად.

პინადატის შესახებ ინფორმაცია "რეალის" ხელმძღვანელობას ადრევე ჰქონდა. ზაფხულის დასაწყისში მისი ოჯახი დათანხმდა "რეალის" წინადადებას, ხელშეკრულება კი ახლა გაფორმდა.

ჯოშუას შთაგონების მთავარი წყარო კრიშტიანუ რონალდუა, ამიტომაც ის პორტუგალიელის რამდენიმე ფინტს ხშირად ასრულებს, თანაც უნაკლოდ.

სხვათა შორის, წელს მან 17 დღე გაატარა "ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში", შემდეგ კი "რეალის" წინადადება მიიღო.

www.sportall.ge