loader

ქართველმა სპორტსმენმა-პოლიციელებმა ძიუდოში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა სპორტსმენმა-პოლიციელებმა ძიუდოში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

ქალაქ ბელფასტში მიმდინარე "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე" ქართველმა პოლიციელმა-ძიუდოისტებმა დაძაბული შეხვედრები გამართეს. 81 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ მჭედლიშვილმა იასპარეზა, ფინალური ორთაბრძოლა რუმინელ ძიუდოისტთან წარმატებით დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა.

90 კგ წონით კატეგორიაში კი ზაზა გულაშვილი ფინალში რუს ძიუდოისტს შეხვდა, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

რაც შეეხება 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბოლოთაშვილს, მან ფინალში გერმანელი სპორტსმენის დამარცხება შესძლო და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ამ დროისათვის, ოლიმპიადაზე წარგზავნილ 16 სპორტსმენს 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აქვთ მოპოვებული.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე